ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით ხარაგაულში, სოფელ ისლარში, ეკობანაკი მოეწყო.
ბანაკში ბაზალეთის, ხარაგაულის #2, #3 სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის ეკოკლუბების წევრები ლიდერ მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ. ეკობანაკს ფოთისა და გალის #2 სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.
ეკობანაკის მონაწილეებმა დაათვალიერეს ბიოსათბური, გაეცვნენ სათბურში მუშაობის წესებს, მოისმინეს ლექცია პირველადი დახმარების შესახებ, ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშში.
ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ ეკობანაკის მონაწილეებს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ნარჩენების მართვის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრის დასასრულს ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობა გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი საინფორმაციო პოსტერებით მოსახლეობას ბუნების დაცვისაკენ მოუწოდეს.
პროექტის კოორდინატორის, ცისანა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ეკობანაკმა ხარაგაულში მოსწავლეებს წელს მეშვიდედ უმასპინძლა. გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე მოსწავლეთა ინფორმირებულობას დაუთმეს. ხარაგაულში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად ეკობანაკი ა/ო „მომავალი საფრანგეთის“ ხელშეწყობით განხორციელდა.
ამავე ორგანიზაციის მხარდაჭერით ხარაგაულში ქართული საბოსტნე კულტურების გადასარჩენად წელს ბიოსათბური ამოქმედდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი