საფრანგეთის საელჩოს თანადაფინანსებით ხარაგაულში, სოფელ ისლარში საცდელი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალი საფრანგეთი“ ახორციელებს.
პროექტის კოორდინატორის, ცისანა ჭიპაშვილის ინფორმაციით, მათი მიზანია გადაშენების პირას მყოფი საბოსტნე კულტურების აღორძინება და ამ პროცესში მოსწავლეების, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების, ჩართვა.
სათბურისთვის ქართული ჯიშის კიტრისა და პამიდორის თესლები ცისანა ჭიპაშვილმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოიძია. სასათბურე მეურნეობა მის კუთვნილ მიწის ფართობზე გაშენდა.
ქართული ჯიშის საბოსტნე კულტურებით სასათბურე მეურნეობის შექმნის იდეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების სკოლის დირექტორ ლალი ყაჭეიშვილს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ მის სასათბურე მეურნეობაში ხშირად ტარდება ბუნების გაკვეთილები.
ისლარის სასათბურე მეურნეობისთვის ჩითილები ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოიყვანეს. ბიოლოგიის მასწავლებელი ლია რამინიშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებმა კიტრისა და პამიდორის თესლები სკოლის ეზოში არსებულ კომპოსტირებულ მიწაში დათესეს, შემდეგ კი ნერგები სათბურში თავად დარგეს.
ა/ო „მომავალი საფრანგეთის“ ხელმძღვანელმა ინა რანსონმა მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს – ფარცხნალის თემის მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ჭიპაშვილს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელ ლია რამინიშვილს, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს და ყველა იმ პიროვნებას, რომელთაც ხელი შეუწყვეს პროექტის განხორციელებას.
მომავალში ისლარის სათბურში იგეგმება სხვადასხვა ქართული ჯიშის საბოსტნე კულტურების მოყვანა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი