

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ესტრადაზე, 9 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელდნენ.
კოალიციის მხარდამჭერების წინაშე თავდაპირველად ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე წარდგა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დასრულდა ერთპარტიული ეპოქა, როცა ადამიანებს ეზღუდებოდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი გახდა უმთავრესი პრიორიტეტი. „თქვენ გეძლევათ საშუალება, არა მარტო აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი, არამედ მონაწილეობდეთ მართვაში – უკარნახოთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი სოფელი, თქვენი ხარაგაული.“ იზა ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერა სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ ბიზნესის კუთხით. მთავარი კი, მისი თქმით, ადამიანებისთვის დაბრუნებული თავისუფლებაა.
პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულელებს აქვთ უფლება, აირჩიონ ისეთი გამგებელი, რომელიც მათ პრობლემებს მოუვლის და მოაგვარებს. მან კოალიციის გამგებლობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „მის ცხოვრებაში არ არის არც ერთი ცუდი წერტილი და ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება უხერხულად იგრძნოსვინმემ თავი. ცხოვრების გზა ბატონმა კობამ ძალიან წესიერად, პატიოსნად განვლო. არის კარგი პროფესიონალი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იცავდა ადამიანების უფლებებს. მან სწორად განსაზღვრა, რომ უნდა იყოს კეთილსინდისიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც საქართველოსთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხარაგაულისა და ხარაგაულელების ინტერესები.“
„ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ „მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მივიღეთ უფლება, რომ დამოუკიდებლად გადავწყვიტოთ, არჩევნების გზით, ვინ იყოს მუნიციპალიტეტის პატრონი. ირჩევთ ადამიანს, ვინც უნდა ემსახუროს საზოგადოებას და შეასრულოს ხალხის მოთხოვნები.“
კობა ლურსმანაშვილმა დაასახელა „ქართული ოცნების“ მაჟორატორობის კანდიდატები საარჩევნო ოლქების მიხედვით:
დაბა ხარაგაული – გივი თხელიძე;
ბაზალეთი – ვარლამ ჭიპაშვილი;
ბორითი – მანანა ბარბაქაძე;
ვარძია – გივი ხიჯაკაძე;
ვახანი – მერაბ ღონღაძე;
ზვარე – ვლადიმერ ტალახაძე;
კიცხი – უჩა ბერაძე;
ლაშე – თემური კალანდაძე;
ლეღვანი – ინგა მაღრაძე;
მოლითი – მერაბ ტალახაძე;
ნადაბური – მიხეილ გელაშვილი;
სარგვეში – დავით ლურსმანაშვილი;
საღანძილე – დავით კიკნაძე;
ფარცხნალი – ვლადიმერ ბუაჩიძე;
ღორეშა – თეიმურაზ კუპრაძე;
წიფა – ბესიკ ტალახაძე;
წყალაფორეთი – ომარ გაგოშიძე;
ხევი – გიორგი გრიგალაშვილი;
ხიდარი – ნონა ზურაბიანი;
ხუნევი – ლენა აბაშიძე.
ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ რეალური თვითმმართველობის მისაღებად ხელისუფლებამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები – გამგებლის არჩევა პირდაპირი წესით ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ხმით. „ჩვენ სხვანაირი თვითმმართველობა უნდა მივიღოთ, რომელიც იქნება დამოუკიდებელი. პირობას ვდებ, რომ წინასაარჩევნო გარემო იქნება თავისუფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მექნება მკვეთრი რეაქცია ნებისმიერის მიმართ. ჩვენ სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ.მაქვს იმედი, რომ სერიოზულ მხარდაჭერას მივიღებთ და გავამართლებთ. ერთად ვიმუშავებთ ხარაგაულის საკეთილდღეოდ. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტდება კომპეტენტური ადამიანებით. საკრებულოს წევრები იქნებიან თანამოაზრეები, რადგან მათ წინ ჩვენისაერთო სიყვარული – ხარაგაულია. ჩვენ სერიოზული გამოცდის წინაშე ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ ხარაგაულისა და თითოეული ხარაგაულელის წარმატებისთვის.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ ისაუბრა ხელისუფლების მიერ საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და შეკრებილთ„ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეხვედრის დასასრულს სიტყვით გამოსვლა სურდა ზურაბ მაჭავარიანს. მისი გამოსვლისას გამორთეს მიკროფონი, ხოლო მოქალაქეებმა დარბაზი დატოვეს.
როგორც ჩვენთან საუბარში ზურაბ მაჭავარიანმა აღნიშნა, ის აპროტესებს კოალიციის მიერ დასახელებულ რამდენიმე კანდიდატს, რადგან, მისივე თქმით, ისინი გასულ არჩევნებზე ჩაბმული იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წინასარჩევნო კამპანიაში და აქტიურად იბრძოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ზურაბ მაჭავარიანისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეარჩია კოალიციამ გამგებლობის კანდიდატად კობა ლურსმანაშვილი, რადგან „ის „ნაციონალების“ დროს მუდმივად ცდილობდა გამგებლობას. მას გამოცვლილი აქვს რამდენიმე პარტია. ერთი წლის წინ თავს „თავისუფალ დემოკრატად“ აცხადებდა, დღეს კი „ქართული ოცნების“ წევრია. მე არ ვარ მოწინააღმდეგე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის, მაგრამ მსგავსი მედროვეები ცდილობენ ჩემს იზოლირებას პოლიტიკური პროცესებიდან. მე არ ვაპირებ გაჩერებას.“
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი