ამ ფოტოზე 3 თვის ხარაგაულელი გვანცა გოგსაძე ნათლიასთან, ანა ტოკლიკიშვილთან, ერთად სტამბულის აეროპორტში იმყოფება, როცა ისინი გვანცას მშობლებთან ერთად საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიემგზავრებოდნენ.
ანა ტოკლიკიშვილი გვანცა გოგსაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„პირველად ფეისბუქით თანხის შეგროვება ბავშვთა ჰოსპისისთვის ვცადე, თქვენი და კიდევ ბევრი ჩემთვის უცნობი ადამიანის დახმარებით წარმოუდგენელი შედეგი მივიღეთ. იმის შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია, რა შემთხვევაში შეიძლებოდა გამეკეთებინა იგივე.
ეს უსაყვარლესი პატარა გოგო ჩემი ნათლულია, ჩემი მატას აღმზრდელი ძიძის შვილი, რომელმაც მთელი ორსულობა ჩვენთან გაატარა. ორი თვის წინ გვანცას უმძიმესი გენეტიკური დაავადება-სპინალური ამიოტროფია (SMN) დაუდგინდა, ნერვ-კუნთოვანი მასის განლევა, რომელიც ფანტასტიური გონებრივი განვითარების ფონზე პროგრესირებს. დაახლოებით 5-6 თვიდან იწყება სუნთქვასთან, ყლაპვასთან დაკავშირებული გართულებები და წარმოუდგენელი ტანჯვა ერთ წლამდე-წელისადნახევრამდე გრძელდება. 2016 წლის შემდეგ მსოფლიოში ორი მედიკამენტი გაჩნდა- Spinraza (ნახევარი მილიონი დოლარზე მეტი), მეორე- მკურნალობის გენური თერაპიის მეთოდი- Zolgensma, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებულია.
ჩემმა რამდენიმე მეგობარმა თუ იცის, რა გზა გავიარეთ და რამდენი ვიბრძოლეთ, რომ არავინ შეგვეწუხებინა. მიმოწერა გვქონდა მსოფლიოში ახლა მიმდინარე ყველა საცდელ პროგრამასთან (clinicaltrials.gov) გვანცას ჩართვის თხოვნით, მაგრამ უარი მივიღეთ. გადავედით ევროპაში უფასო მკურნალობის ძიების ეტაპზე და არჩევანი საფრანგეთზე გავაკეთეთ. ამ ფოტოზე სწორედ სტამბულის აეროპორტში ვართ, ბორდოში მივემგზავრებით. ბორდოს, ლიონის, პარიზის კლინიკებმა მკურნალობაზე უარი თქვეს. ალბათ ქვეყნის ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე. ამის პარალელურად მქონდა მიმოწერა ამერიკაში კლინიკებთან, ორივე მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ გვანცა აკმაყოფილებს მკურნალობაში ჩართვის კრიტერიუმებს. ოღონდ, ფინანსური გარანტიის გარეშე მკურნალობას არავინ დაიწყებს. ირონიის და უსამართლობის მწვერვალია. შეიძლება ეს წამოწყება ზედმეტადაც გეჩვენებათ და სიგიჟეთ მიგაჩნიათ, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ გავერთიანდებით, გვანცას კი არა, თეკლას, ნიკოს და კიდევ ათას ბავშვს ვუშველით.
გვანცას ამბავზე გარედან დამკვირვებელი არ ვარ, დედის ტყავში ვარ და არ დავნებდები არც მე.
ხო იცით რა ძალა აქვს ერთად ყოფნას და თითოეულ ლარს, ინფლაცია თუ არ წამოგვეწია ❤
ეს დედის ანგარიში: Tiko Mchedlishvili
საბანკო კოდი – TBCBGE22
მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006.
აპარატით გადარიცხვის მსურველთათვის. TBC Pay. დედა: თინათინ მჭედლიშვილი. პირადი ნომერი:40001008198. დაბადების თარიღი: 19.04.1985.
ეს Gofundme გვერდი საერთაშორისო გადმომირცხველებისთვის, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა: https://www.gofundme.com/
გვანცუშკას გვერდს ნუ დამიტოვოთ უყურადღებოდ გთხოვთ <3 გვანცას გადასარჩენად
#გვანცასგადასარჩენად #გვანცამრომიცოცხლოს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი