

ღმერთთან ლაპარაკი მოდაშია,
ეშმას დაუკრიფეს გვირილები,
სადღაც პატიება გადააგდეს,
მე კი უმიზეზოდ ვიღიმები.
ქვეყნად დაივიწყეს გაზაფხული,
აღარ გვიხატავენ შემოდგომას,
ვდგავარ ცის კიდესთან დაზაფრული,
უფრო მაღალზე მსურს შემოდგომა.
ეშმაკს მიუტანეს სულ-სხეული,
ყიდვას ვინღა ჩივის, მიაჩუქეს,
ხედავთ? – გაეყინათ სულ სხეული
ისევ სიცივისკენ მიაშურეს.
ყველა თუ მიდიხართ, მეც მანდ დამატიეთ,
ისევ უმიზეზოდ ვიღიმები,
ღმერთო მაპატიე, ღმერთო აპატიე,
ღმერთო, გვაპატიე გვირილები….
გიორგი გოგოლაძე
2018 წ.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა