

7 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში საჯარო მოხელეებს შეხვდა. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებთან ერთად მან შეკრებილთ კანონის ის მოთხოვნები გააცნო, რაც წინასაარჩევნო პერიოდში უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა.
შეხვედრის დასაწყისში მან მადლიერება და პატივისცემა გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთან ერთადაც წელიწადზე მეტხანს ითანამშრომლა და მისი თქმით, ერთობლივი პასუხისმგებლობით ბევრი რამ მოაწესრიგა. „მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ საჯარო მოხელეები, – აღნიშნა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა, – თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ კანონი უზენაესია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპული გზა გადის სწორედ იმაზე, რამდენად დემოკრატიული და თავისუფალი იქნება წინასაარჩევნო პროცესები და არჩევნების დღე.“
გამგებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე პირებზე ძალადობას. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით, წინასაარჩევნო პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ ადმინისტრაციული რესურსისა და მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გამოყენება. გამგებლის თქმით, კანონის ამ ნორმას სრულად დააკმაყოფილებენ საარჩევნო მარათონში ჩართული პირები.
მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ორგანიზაციამ დატოვა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფართი, სადაც წლების მანძილზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. თუმცა, ირღვევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნორმა, რადგან მათ არ გადასცეს ოთახები დაბა ხარაგაულის ტერიტორიულ ორგანოს. იქ ისევ გამოკრულია პარტიის ლოგო და საარჩევნო ნომერი, რაც კანონის უხეში დარღვევაა,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, ამ ფაქტზე მოითხოვენ რეაგირებას საოლქო კომისიისგან.
რეკომენდაციის თანახმად, საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია. ასეთი ფაქტები კანონით მკაცრად დაისჯება. თუმცა ეს მოთხოვნა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე – გამგებელზე, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრებზე.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ცალსახად განაცხადა, რომ მერობის კანდიდატები არ განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას და მათი საარჩევნო კამპანია სამსახურებრივ მოვალეობასთან ერთად არ იქნება შეთავსებადი. ეს არის ძალიან გონივრული დამოკიდებულება, როდესაც ოპონირების რეჟიმი არ დაირღვევა და ყველას, თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ექნება საშუალება, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. ამ პრინციპს სრულად ვიზიარებ. პატივს ვცემ ყველას, ვინც ხარაგაულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს გამგებლის თანამდებობისათვის იბრძოლოს.
როდესაც ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად დარეგისტრირდება საოლქო სარჩევნო კომისიაში და მომენიჭება კანდიდატის სტატუსი, თანამდებობრივ საქმიანობას გადავაბარებ ერთ-ერთ მოადგილეს ან რომელიმე სამსახურის უფროსს. საარჩევნო პროცესებში ერთვებიან ჩემი მოადგილეები – კანდიდატის სტატუსით და საარჩევნო შტაბური მუშაობით. ეს ჩვენი მხრიდან არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ ვაპირებთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირი. ჩვენს ოპონენტებს, თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, შევხვდებით საარჩევნო ბატალიების ველზე ყოველგვარი რეგალიებისა და თანამდებობრივი დატვირთვის გარეშე,“ – აღნიშნა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი