

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის თემის მაჟორიტარი დეპუტატის დავით კიკნაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ჩხერის მოსახლეობამ მას წერილობით მიმართა.
ჩხერელებს სურთ, რომ ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული გია ლურსმანაშვილის სახელი მიენიჭოს.
მოსახლეობის მოთხოვნა საკრებულოში იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიამ (თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი) და ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ (თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე) ერთობლივად განიხილა. კომისიის წევრები ჩხერში იმყოფებოდნენ.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, კომისიების დასკვნა დასახლების ორთოფოტოსთან ერთად მთავრობის კანცელარიაში გადაიგზავნა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება კი იუსტიციის სამინისტროს უნდა ეცნობოს უბნის დამისამართებისთვის. ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიიღებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,