

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო აუდიტი ამოწმებს.
მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობა გეგმიურად მოწმდება. აუდიტორული შემოწმება 10 ივნისიდან დაიწყო. აუდიტორმა მერიიდან, საკრებულოდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ებიდან დოკუმენტაცია მოითხოვა. ორშაბათს, პირველ ივლისს, კი აუდიტორი ხარაგაულში ჩამოვიდა.
სახელმწიფო აუდიტი ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერებასა და მუნიციპალური ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებას ამოწმებს.
ასევე მოწმდება ის ორგანიზაციები, რომლებიც მუნიციპალიტეტის 50 პროცენტი ან მეტი წილობრივი მონაწილეობით არის შექმნილი, – მუნიციპალური ააიპ-ები, შპს „ხარაგაული 2011“ და სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლა, რომელსაც ხარაგაულის თვითმმართველობა ნაწილობრივ აფინანსებს.
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა
15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი
ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ექიმ მაია
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის