საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი 29 ივნისს განათლების სამინისტროში გაიმართება.

ჩემპიონატის ფინალი 12:00 საათზე დაიწყება.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს.

ხარაგაულიდან ფინალში სასულიერო გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე მონაწილეობს.

იმერეთიდან „ეტალონის“ ფინალისტები არიან: ქრისტინე ჩიტიძე (თერჯოლა), ნინო გარფინდაშვილი (საჩხერე), მარიამ სირბილაძე (ქუთაისი), მიხეილ ფურელიანი (ხონი), საბა კუპატაძე (ჭიათურა), ვლადი ბოჭორიშვილი (ტყიბული), გიორგი დვალიშვილი (წყალტუბო), ანა კახნიაშვილი (ზესტაფონი), მარიამ ვარდოსანიძე (ბაღდათი), ნატა ძაგნიძე (ვანი), თამთა კეკელიძე (სამტრედია).

„ეტალონი“ სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონელების“ გამოსავლენად ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს სტუმრობდა. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი – ადგილზე, მუნიციპალიტეტსა და ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას მოიცავს.

„ეტალონის“ ფინალისტთა სრული სია იხილეთ აქ