ხარაგაულში 6 ნოემბერს ინტელექტუალური მედიაპროექტის „ეტალონი“ რაიონული ტური გაიმართა. „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად სასკოლო ტურებში გამარჯვებული 73 მოსწავლე იბრძოდა.
ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“, 76 ქულით, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა.
მეორე ადგილზე ზვარეს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თემიკო მაღლაკელიძე გავიდა, მესამე ადგილი ბორითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე რიკაძემ დაიკავა.
ქულების მიხედვით ადგილები ასე განაწილდა:
მეოთხე ადგილი – ნინო შველიძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასი)
მეხუთე ადგილი – დიანა ლომსაძე (ლაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასი)
მეექვსე ადგილი – მარიამ მანჯავიძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მე-10 კლასი)
მეშვიდე ადგილი – ცოტნე თიკანაშვილი (ზვარეს საჯარო სკოლის მე-9 კლასი)
მერვე ადგილი – ნანუკა წიწილაშვილი (ბორის საჯარო სკოლის მე-9 კლასი)
მეცხრე ადგილი – ნიკა ძიძიგური (ლაშის საჯარო სკოლის მე-11 კლასი).
ღონისძიებას ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს მერია ფულად პრიზებს ჰპირდება, შესაბამისად: 800, 600 და 500 ლარის ოდენობით.
გამარჯვებულ მოსწავლეებს მიულოცა და წარმატებები უსურვა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ის მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ ბავშვებს რაიონული ცენტრიდან დაშორებულ სოფლებშიც კი განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ.
„ეტალონის“ რაიონულ ტურში გამარჯვებული საბა ებანოიძე საუკეთესოთა ათეულში მოხვედრას ელოდა, თუმცა მისთვის ასეთი წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.
წარმატებულთა შორის ზვარეს საჯარო სკოლის ორი მოსწავლეა. თემიკო მაღლაკელიძე მიღწევას ზვარეს სკოლის პედაგოგთა დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასწავლებლები მასა და ცოტნე თიკანაშვილს ეტალონისთვის მზადებაში აქტიურად ეხმარებოდნენ.
ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე რიკაძე თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ენციკლოპედიების კითხვას უთმობს და „ეტალონში“ გამარჯვებას მოსწავლეობისას ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დირექტორს მამა ანტონს (სულთანიშვილი) საბას გამარჯვება
გიმნაზიის მიღწევად მიაჩნია. მამა ანტონი მადლობას უხდის გიმნაზიის პედაგოგებს იმისათვის, რომ ასეთ მომავალ თაობას უზრდის არა მხოლოდ ხარაგაულს, არამედ სრულიად საქართველოს და საბას ამ გამარჯვებას ულოცავს.
ზვარეს სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი კი საკუთარი მოსწავლეების წარმატების საფუძვლად მათი მშობლების აქტიურობასაც მიიჩნევს: „როცა სკოლა, მშობელი და ბავშვი ერთნაირად მონდომებულია, შედეგიც საუკეთესოა“.
ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი საბა ებანოოიძე „ეტალონის“ ფინალში მიიღეებს მონაწილეობას.
ინტელექტ-ჩემპიონატის ხარაგაულის რაიონული ტურის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ხარაგაულის „ეტალონ მოსწავლეს“, ლიზა ბარბაქაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა; მის მშობლიურ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას კი – დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
6 ნოემბერს ხარაგაულის საგანამანათლებლო რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
პორტალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იდეის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადასცა და აღნიშნა, რომ 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი