დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგია და გამოწვევები იმერეთის მხარის ექვსი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 19 ივნისს, თერჯოლაში განვიხილეთ.
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში გია ტოკლიკიშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2019-2025 წლების მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.
ამჟამად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტს პარლამენტში განიხილავენ. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ კი მას, სავარაუდოდ მომავალ თვეში, მთავრობას წარუდგენენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაზე უკეთ იცის მოსახლეობის საჭიროებები და ამიტომ დეცენტრალიზაციის დოკუმენტის მიხედვით იგეგმება, რომ თვითმმართველობამ განახორციელოს:
ფინანსური შემოსავლების ზრდა თვითმმართველობის გაძლირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსთა სამინისტრო საშემოსავლო გადასახადის აკრეფის რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ამ რეფორმის თანახმად, დამსაქმებელი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახდს დასაქმებულის რეგისტრაციის ადგილზე ჩარიცხავს და არა – კომპანიის იურიდიული მისამართის. რეფორმის მიზანია, რომ საშემოსავლო გადასახადი გახდეს ზიარი გადასახადი.
ცვლილება იგეგმება ქონების განკარგვის საკითხში. განუსხვისებელი ქონება – გზები, ტროტუარები, სკვერები – ავტომატურად გადავა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში. ქონების მონაცვლეობის უფლებამოსილებაზე თანხმობას საკრებულო გასცემს, თუ ეს ქონება საზოგადოებრივი ინტერესისთვის მნიშვნელოვანია.
კულტურის სახლები, სპორტდარბაზები და ბიბლიოთეკები, რომლებიც ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მუნიციპალიტეტებს ავტომატურად გადაეცემა.
თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოქალაქეები თითქმის არ იყენებენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ ჩაერთონ თვითმმართველობისგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამას ხელს არც თავად ადგილობრივი ხელისუფლება უწყობს.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალურ დონეზე უნდა დაიწყოს სტატისტიკის წარმოება. მოსახლეობამ ყველა მუნიციპალური სერვისის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად უნდა მიიღოს.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. თერჯოლის, ტყიბულის, ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერესა და ჭიათურის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გამარტივდეს, სტრატეგიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები უნდა აისახოს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნდა მიეცეს სამასალე ხე-ტყის საკუთარი საჭიროებისთვის მოპოვების უფლება. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა პაატა გოგოლაძემ და მალხაზ ფხალაძემ დააყენეს.
სოციალური შემწეობის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების გაუმჯობესების გზებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ სირაძემ ისაუბრა; ქონების მართვის კუთხით არსებულ პრობლემებზე ყურადრება გაამახვილეს ჭიათურის საკრებულოს აპარატის უფროსმა ქეთევან ხვედელიძემ, ზესტაფონის დღის ცენტრის დამფუძნებელმა ჟანა ფერაძემ და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“-ს თავმჯდომარე რუსუდან გურგენიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დაყენებული მოსაზრებების სტრატეგიაში ასახვისთვის დამატებით იმსჯელებენ.
ვრცლად დეცენტრალიზაციის რეფორმის თაობაზე გაზეთ „ჩემი იმერეთის“ უახლოეს ნომერში წაიკითხავთ.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის – „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
შეხვედრა ორგანიზებულია ააიპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, რომელიც არის პროექტის პარტნიორი იმერეთის მხარეში.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი