
შროშა-ძირულის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვა გრძელდება.
გაფიცულთა უფლებებს „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ იცავს. დღეს მათ დამსაქმებელს – შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის დირექტორს ჟან ინვეუს წერილობით მიმართეს.
„ავტოსატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობაზე შექმნილი მდგომარეობა კრიტიკულია, – ნათქვამია წერილში, – ობიექტზე არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემო, მოუწესრიგებელია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულები, დასაქმებულები ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული უფლებებით და ადეკვატურად არ უნაზღაურდებათ ნამუშევარი საათები. ჩვენს მიერ გაგზავნილი შრომითი ინსპექტორის შეფასებით, საქმე გვაქვს იძულებით შრომასთან და ტრეფიკინგთან გათანაბრებულ შრომით ურთიერთობებთან, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.“
„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ დამსაქმებელს მოუწოდებს, რომ გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკება დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროფკავშირი„ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ თბილისის ოფისთან მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ 50-მდე დასაქმებულმა მუშაობა 10 ივნისს შეწყვიტა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში
მეორე წელია, ხევში საბავშვო ბაღისა და საექიმო