

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, 50-მდე დასაქმებული შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც დასაქმებულების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა.
გაფიცულები შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებას და სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას ითხოვენ.
პროფკავშირი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა და გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფმა, დღეს ერთობლივად დაგეგმეს სამოქმედო ნაბიჯები.


ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით