

7 ივნისიდან დაბა ხარაგაულში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში დაბა ხარაგაულში ორი წყალმზიდით სკოლების, ბაღებისა და მოსახლეობის წყლით მომარაგება დაიწყეს.
მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომ დაბა ხარაგაულს წყალი პატარა ხარაგაულში არსებული წყალსადენიდან მიეწოდოს. ეს სამუშაოები, სავარაუოდ, ერთ კვირაში დასრულდება და მოსახლეობას წყალს გრაფიკით მიაწვდიან.
რაც შეეხება თავად ლეღვნის წყალსადენიდან მომავალი წყლის სისტემის აღდგენას, სამუშაოები უახლოეს ხანში დაიწყება. ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, ჯერ პროექტი უნდა შედგეს. ლეღვნის წყალსადენის სისტემის სრულად აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
ლეღვნის წყალსადენი 7 ივნისს საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა.
ნინო კაპანაძე
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული