

2014 წლის იანვარ-თებერვალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემია მხოლოდ ორ დასაქმებულზე გაიცა. იანვარში 1000 ლარი პრემიის სახით მიიღო სამხედრო სამსახურის უფროსმა გიორგი ხახალაშვილმა, ხოლო თებერვალში 560 ლარი – გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა ნანა თხელიძემ.
მარტში 100-100 ლარის პრემია მიიღო გამგეობაში, საკრებულოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულმა ყველა ქალბატონმა, გარდა იურისტ ინგა ლურსმანაშვილისა, – მან პრემიის სახით 660 ლარი მიიღო. მარტში დაბა ხარაგაულის, ხუნევისა და ხევის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა პრემიის სახით 900-900 ლარი მიიღეს. ამავე თვეში 1000 ლარი პრემია მიიღო საკრებულოს წევრმა ბესიკ ჩუბინიძემ. მარტში შვიდმა დასაქმებულმა (კახა ხიჯაკაძე, ზაალ ორბელაძე, ომარ გაგოშიძე, მალხაზ ფხალაძე, ზურაბ ბანცაძე, რამაზ სებისკვერაძე, დავით პავლაძე) ხელფასის ტოლი პრემია მიიღო. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თხუთმეტ თანამშრომელზე მარტში პრემიის სახით 140-140 ლარი გაიცა.
აპრილშიადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით 31 860 ლარი 225 დასაქმებულზე გაიცა. საკრებულოში, გამგეობასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულმა 222-მა თანამშრომელმა პრემიის სახით 130-130 ლარი მიიღო, საკრებულოს წევრებმა – ბაჩუკი გორგაძემ, ნინო ფხალაძემ და იუზა კელენჯერიძემ კი – 1000-1000 ლარი. აპრილში პრემია არ მიუღია საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სოციალური დახმარება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 338 ოჯახზე გაიცა. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 900 ლარი დაიხარჯა. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, უკიდურესად გაჭირვებულ და მარტოხელა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბროლაში დაღუპულთა და დევნილთა ოჯახებზე, ასევე ჩერნობილის აფეთქების შედეგადდაზარალებულ მოქალაქეებზე სოცდახმარების სახით 50-50 ლარი გაიცა.
2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში მუნიციპალიტეტის გამგებელმა 150-150 ლარის სასაუბრო ბარათი მიიღო, მისმა ოთხივე მოადგილემ – 60-60 ლარის, გამგებლის თანაშემწემ – 40-40 ლარის, აპარატის უფროსმა და ექვსი სამსახურის უფროსმა 20-20 ლარის. ამდენივე თანხა მიიღო სასაუბრო ბარათისთვის გამგეობის ორმა თანამშრომელმა – მარინე ვეფხვაძემ და მირანდა შავიძემ. სამხედრო სამსახურის უფროსზე გაცემულია 40-40 ლარის სასაუბრო ბარათი, ხოლო სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსზე – 30-30 ლარის. 10-10 ლარის სასაუბრო ბარათი მხოლოდ მარტში მიიღეს ინგა ჭიპაშვილმა, მაია ალავიძემ, ნინო მაღლაკელიძემ და მალხაზ ფხალაძემ. 15-15 ლარის სასაუბრო ბარათი გაიცა გამგებლის პირად მდივანსა და მძღოლზე. 5-5 ლარის სასაუბრო ბართები გაიცა ოცივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ 150-150 ლარის სასაუბრო ბარათი მიიღო პირველი კვარტლის ყველა თვეში, მისმა მოადგილემ – 30-30 ლარის, აპარატის უფროსმა – 20-20 ლარის.
2014 წლის პირველ კვარტალში 35 დასაქმებულზე გაცემულია 1 898 ლარი სამივლინებო თანხა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანებზე (CJC-311, WZW-131)გაცემულია 3 330 ლარის საწვავი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ავტომანქანამ (REV-173) პირველ კვარტალში 764 ლარის საწვავი მოიხმარა. გამგებლის მოადგილის ერთიავტომანქანისთვის (WKW-248) გაცემულია 1 387 ლარის საწვავი, მეორე ავტომანქანისტვის (AIA-464) -2 035 ლარის.
ავტომანქანისთვის (LEO-634) -1665 ლარის საწვავი გაიცა. როგორც გამგეობიდან მიღებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტომანქანა LEO-634 ემსახურებოდა საფინანსო, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებს და საკრებულოს მიწის აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას. სახანძრო სამაშველო სამსახურის ავტომანქანზე (LQL-828) გაცემული 382 ლარის საწვავი, ხოლო სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეცმანქანებზე – 1 920 ლარის.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი