

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის #815 განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ექვსი მუნიციპალიტეტისთვის 4 492 616 ლარი გამოიყო.
ეს თანხა ხარაგაულის, საჩხერის, დუშეთის, გორის, გურჯანიისა და მესტიის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.
ამ თანხიდან 2 254 731 ლარი განსაზღვრულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის, სოფელ პერევში სარიტუალო დარბაზიდან ბლოკპოსტისკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარისა და სოფელ ცხამის სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად.
ხარაგაულში – სოფელ გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნის გზის სარეაბილიტაციოდ 245 100 ლარი გამოიყო; დუშეთში – სოფელ მაღაროსკარში სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარი განისაზღვრა; გორში – სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაციისთვის – 447 740 ლარი; გურჯაანში – სოფელ არაშენდის და დაჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის – 613 997 ლარი; მესტიაში – გ. ჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის – 366 206 ლარი, სენაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის – 114 842 ლარი.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,