

მიუხედავად იმისა, რომ 3 მაისს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილე არჩილ მაღრაძემ ჩვენთან საუბარში თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, დღეს დადასტურდა, რომ ის ამ თანამდებობაზე აღარ იმყოფება.
არჩილ მაღრაძემ ხუთი დღის წინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, არსად წასვლას არ აპირებს და მუშაობას აგრძელებს. მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ვიღაცას ის იმერეთის გადამდგარ გუბერნატორში აერია.
არჩილ მაღრაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ახლახან ხარაგაულის მერმა ნიკო თოფურიძემ სოციალური ქსელით განაცხადა.
თოფურიძის ინფორმაციით, მაღრაძემ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე ინფრასტრუქტურის დარგს კურირებდა.
რატომ დატოვა თანამდებობა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, – ამის გასარკვევად თავად ხარაგაულის ყოფილ ვიცემერს, არჩილ მაღრაძეს, დავუკავშირდით.
მან გვითხრა, რომ ძალიან მაცდუნებელი წინადადება მიიღო ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან – მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს.
მისივე ინფორმაციით, ეს კერძო კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, თბილისსა და შანხაიში საქმიანობს.
თუმცა, არჩილ მაღრაძემ ამ კომპანიის სახელწოდება არ დაასახელა.
ფოტოზე: ნიკო თოფურიძე და არჩილ მაღრაძე
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.