

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თანამდებობას ტოვებს – ის პოსტიდან ორშაბათს, 6 მაისს, გადადგება.
ამის გადასამოწმებლად არჩილ მაღრაძეს დავუკავშირდით. „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან სატელეფონო საუბარში მან ეს ინფორმაცია არ დაადასტრურა.
არჩილ მაღრაძემ გვითხრა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს.
„შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ რომ დატოვა თანამდებობა, ამაში აერია ვინმეს,“ – ამბობს არჩილ მაღრაძე, – მე არსად მივდივარ და მუშაობას ვაგრძელებ.“
დღეს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე თანამდებობიდან გადადგა.
ფოტოზე: არჩილ მაღრაძე (ცენტრში) ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე, 2017 წ.
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება