მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ სამი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი 1 500 000 ლარზე გამოაცხადა.

ხარაგაულში – სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ზესტაფონში – სოფელ ქვემო საზანოში – 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები უნდა აშენდეს.

წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, საბავშვო ბაღებისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში მოამზადოს, ხოლო მშენებლობა 8 თვეში დაასრულოს.

ვერტყვიჭალის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი, წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ფართის სიმცირის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს, თხუთმეტამდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღში ვერ მიიღეს. ფონდი ბაღის ასაშენებლად ტერიტორიის გამოყოფას ელოდებოდა.

საღანძილეში საბავშვო ბაღი ამ დრომდე არასოდეს ყოფილა. ქვედა საზანოში მოქმედი საბავშვო ბაღი კი ავარიულ მდგომარეობაშია.

ფოტოზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობა