მშრალი ციფრები და დაუკონკრეტებელი ინფორმაცია – ასე შეაფასა ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში.
დეპუტატებს ეს ინფორმაცია დღეს, პირველ მაისს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველ კვარტალში შემოსავლების გეგმა ჯარიმებიდან და არაფინანსური აქტივების კლებიდან (ქონების გაყიდვა) შესრულდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები ათვისებულია 63,7%-ით.
2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაზრდილია მერიისა და საკრებულოს შენახვის ხარჯები – საკრებულოზე წელს 160 300 ლარი დაიხარჯა (შარშანდელთან შედარებით – 33 ათასი ლარით მეტი); მერიაზე – 396 100 ლარი (შარშანდელთან შედარებით – 23 700 ლარით მეტი).
2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია-ექსპლუატაციისთვის 629 700 ლარით ნაკლები დაიხარჯა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესახებ ინფორმაცია არ იძლევა სიღრმისეული შეფასების საშუალებას. დეპუტატი ამბობს, რომ მასში უნდა ასახულიყო პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. რამდენიმე შემთხვევაში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შედარებული არაა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებთან და მიმდინარე წლის გეგმასთან.
ვარლამ ჭიპაშვილი ითხოვს, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიში მოიცავდეს:
ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მერიის სამსახურებთან, ააიპ-ებთან და ინფორმაცია ყველა მონაცემზე დაყრდნობით შეადგინოს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის ბიუჯეტის 2019 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომისია პარასკევს, 3 მაისს, განიხილავს. ვლადიმერ გელაშვილი დეპუტატებს დაჰპირდა, რომ კომისიის სხდომაზე დეტალურ ინფორმაციას წარადგენს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი