
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დღეს, პირველ მაისს, 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები – დაჯილდოვდნენ.
მედალოსნებს წარმატებები და წინსვლა უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, დეპუტატებმა დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძემ.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ:
გოგა აბაშიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
ბერიკა ებანიოძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
კესო შარიქაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
ლუკა თაბუკაშვილი (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
ამანდა ხვედელიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
ანა მაღრაძე (ვახანის საჯარო სკოლა);
სოსო გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ლაშა ლურსმანაშვილი (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
გირშელ გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა)
ერეკლე გამრეკელაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა);
საბა გრიგალაშვილი (ხევის საჯარო სკოლა);
მეგი მიქაბერიძე (ხარაგაულის გიმნაზია);
ნათია რამინიშვილი (ხარაგაულის გიმნაზია).
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ:
გიორგი ნიქაბაძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა)
ეთერ ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა);
მედეა ინასარიძე (ვახანის საჯარო სკოლა);
თამარ კურტანიძე (ვერტყიჭალის საჯარო სკოლა);
ბორის ზვიადაძე (კიცხის საჯარო სკოლა);
მარიამ კვინიკაძე (წიფის საჯარო სკოლა);
თამუნა ტალახაძე (წიფის საჯარო სკოლა);
თეონა ტალახაძე (წიფის საჯარო სკოლა);
რომა გრიგალაშვილი (ხევის საჯარო სკოლა);
ნინო გელაშვილი (ხარაგაულის გიმნაზია);
გიორგი ლომსაძე (ხარეაგაულის გიმნაზია);
ნინო რამიშვილი (ხარაგაულის გიმნაზია).
ვინაიდან უმაღლეს სასწავლებლებში ახლა საგამოცდო პერიოდია, მედალოსნების ნაწილმა დაჯილდოებაზე მოსვლა ვერ მოახერხა, ამის გამო მედლები მშობლებს გადასცეს.
ფოტოებზე: 2017-2018 სასწავლო წლის ერთადერთი 100% გრანტის მფლობელ სოსო გოგოლაძეს ოქროს მედალს მანანა ბარბაქაძე გადასცემს; ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგა აბაშიძეს ოქროს მედალი თემურ ჩხეიძემ გადასცა.
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით