სტუდენტობა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი ხანაა. სტუდენტობას წინ აბიტურიენტობის რთული პერიოდი უძღვის. თუმცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარებისას ყველა სიძნელე გავიწყდება და მომავალს ახალი გეგმებით გასცქერი.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ სოსო გოგოლაძეს ბავშვობის ოცნება აუხდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან 100%-იანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. სოსო თვლის, რომ მისი წარმატება მონდომების დამსახურებაა.
ზოგიერთ საგანში უკეთესი შედეგი სურდა, თუმცა შედეგით კმაყოფილია. სოსო ყოველდღიურად ინტენსიურად მეცადინეობდა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა. გამოცდების შედეგები რომ გამოცხადდა, ხაშურში იმყოფებოდა. ეს დიდი წარმატება პირველად დედას ახარა.
70%-იანი გრანტი მოიპოვა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ბერიკა ებანოიძემ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ბერიკასა და მის თანაკლასელებს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლაში ეწვიენ და ურჩიეს მომავალი პროფესიის სწორედ ამ უმაღლეს სასწავლებელში დაუფლება. ბერიკამ იცოდა, რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას მაღალი ქულები სჭირდებოდა, ამიტომ მათემატიკისა და გეოგრაფიის დამატებითი გამოცდები ჩააბარა.
ბერიკა ებანოიძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულში არის იმის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდამ კარგი განათლება მიიღოს და საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. ბერიკა და მისი მეგობრები ქობულეთიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც გამოცდების შედეგები გაიგეს. გახარებული ახალგაზრდების ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა თურმე.
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა საბა გრიგალაშვილმა მომავალ პროფესიად სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აირჩია და 70%-იანი საგრანტო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
საბას საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან უყვარს, თანაც ფიქრობს, რომ ქართულ პოლიტიკაში კვალიფიციური კადრების სიმცირეა. სწორედ ამან განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი. საბას აზრით, პედაგოგები მოსწავლის მომავლის ფორმირებაში უდიდეს როლს თამაშობენ – ისინი აძლევენ ახალგაზრდებს საბაზისო ცოდნას, რომელიც გამოცდებზე მათი წარმატების საწინდარია. საბას აზრით, მისი მაღალი შედეგი, შრომისმოყვარეობასთან ერთად, პედაგოგების დამსახურებაა.
გამოცდების შედეგები სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში შეიტყო. ემოციები იმდენად დიდი იყო, რომ მისი სიხარულის გამომხატველი ყიჟინა მეზობლებმაც გაიგეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების წლევანდელი 190 კურსდამთავრებულიდან 94 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
წელს 50%-იანი გრანტი მოიპოვა თორმეტმა ხარაგაულელმა პირველკურსელმა:
ხარაგაულელი პირველკურსელებიდან უფასო სწავლების სპეციალობაზე 22 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
ყველა პირველკურსელს სტუდენტობას ვულოცავთ და წარმატებულ სწავლას ვუსურვებთ.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი