

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 14 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შეიტანა. გთავაზობთ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან (უფროსი ვლადიმერ გელაშვილი) საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის #641 განკარგულების საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის # 34 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო სულ 2 228 946 ლარი, აქედან 1 955 347 ლარი უკვე განაწილებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და დამატებით გამოყოფილი 273 599 ლარიდან 199 409 ლარი მიიმართება სოფელ ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციოდ, 74 190 ლარი ხარაგაული-საქარიქედის ოთხკილომეტრიანი გზის მონაკვეთის, ისლარი-ფარცხნალის ერთკილომეტრიანი გზისა და ბორითი-მაქათუბნის გზაზე გარე განათების მოსაწყობად.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის #471 განკარგულებით – სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 770 163 ლარის გადანაწილებაში მოხდა უმნიშვნელო ცვლილება, კერძოდ დამსხვილდა რამდენიმე პროექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 8672.7 ათასი ლარი გაიზარდა 273. 6 ათასი ლარით (სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე) და განისაზღვრა 8946.3 ათასი ლარით; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიჯეტის ხარჯები 10707.8 ათასი ლარი გაიზარდა 273.6 ათასი ლარით და განისაზღვრა 10981.4 ათასი ლარით.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი