

წლებია, ხარაგაულში წვიმის დროს მოსახლეობას წყალმომარაგება უწყდება.
წყალმომარაგების კომპანიას მიზეზს აღარ ვეკითხებით, რადგან ტრადიციულია – ლეღვნის სათავე ნაგებობაში წყალი იმღვრევა.
თანაც, ხარაგაულელმა აბონენტებმა SMS-ით მივიღეთ შეტყობინება, რომ კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 17 აპრილს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ხარაგაულში წყალმომარაგება შეწყდა.
საიმედო ამ ამბავში ისაა, რომ დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის აღდგენა იწყება. ამ სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არქ დიზაინ მშენმა“ პროექტის მომზადება ზაფხულში უნდა დაასრულოს, შემოდგომაზე კი სამშენებლო სამუშაოების დაწყებაა დაგეგმილი.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური