

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შპს „არქ დიზაინ მშენი“ შეირჩა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის მომზადება ზაფხულში უნდა დაასრულოს, შემოდგომაზე კი სამშენებლო სამუშაოების დაწყებაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის, ხარაგაულში არსებული წყლის სისტემა ნაწილობრივ ამორტიზებულია. ძლიერი წვიმის დროს სათავე ნაგებობაზე წყალი ხშირად იმღვრევა, რის გამოც მოსახლეობას წყალი რიგ შემთხვევაში 2-3 დღე არ მიეწოდება.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. მოეწყობა ახალი რეზერვუარი, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტის დასრულების შემდეგ 4 000-მდე ადგილობრივს ხარისხიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 3,400,000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ამავე თემაზე
დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა