

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადა, რომელიც შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს ეფუძნება.
შედეგად, ქვეყანა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით, თანამედროვე ევროპულ პრინციპებზე გადავა, რაც ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქს და ეს პროგრესი გრძელდება. იზრდება და ახლდება მონიტორინგის ქსელი, ფართოვდება იმ ნივთიერებების სპექტრი, რომლებზეც მუდმივი დაკვირვება მოხდება. ეს ნივთიერებებია – დარიშხანი, კადმიუმი, ნიკელი.
ჰაერის ხარისხის მართვა თანამედროვე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდება. კერძოდ, ქვეყნის ტერიტორია დაიყოფა ზონებად, სადაც ჰაერის ხარისხის მართვა ინდივიდუალური მიდგომებით მოხდება.
იმ ზონებში, სადაც დაფიქსირდება დადგენილ სტანდარტზე მაღალი დაბინძურება, შემუშავდება და განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, დედაქალაქში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ 4 აპრილის სხდომაზე მოიწონა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,