გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ 2018 წლის გამარჯვებულია იმერეთიდან.
კონკურსით „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) საქართველოს ათივე რეგიონში გამოავლინა ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას.
ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“, გამარჯვებული ჟურნალისტების გამოსავლენად, არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაციები გამოკითხა, რეგიონული ჰაბების დახმარებით
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, საქართველოს ყველა რეგიონში შეარჩიეს კონკრეტული რეგიონისა და ცენტრალური მედიის თითო გამორჩეული ჟურნალისტი. თბილისში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ მხოლოდ ცენტრალური მედიის ჟურნალისტის შერჩევაში.
გამარჯვებულად გამოცხადდნენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც თავიანთ რეგიონებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულარულად და კომპეტენტურად გაშუქებისთვის იმერეთიდან გამარჯვებულად ნინო კაპანაძე დასახელდა, აჭარიდან – ჯაბა ანანიძე, შიდა ქართლიდან – გოგა აფციაური, მცხეთა-მთიანეთიდან – გელა მთივლიშვილი, ქვემო ქართლიდან – კამილა მამედოვა, გურიიდან – გიორგი გირკელიძე, კახეთიდან – მაკა ხაზიური, სამცხე-ჯავახეთიდან – ქრისტინე მარაბიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – სოფო ხუბულავა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო-სვანეთიდან – ცოტნე მუსელიანი.
ცენტრალურ დონეზე გამოვლენილი გამარჯვებული ნინო ზაუტაშვილი გახდა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ეს კონკურსი არის კარგი შესაძლებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მადლიერება გამოხატონ და წაახალისონ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას აქტიურად აშუქებენ.
კონკურსი „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჩაატარა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
ვულოცავთ ნინოს ამ დიდ აღიარებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეროვნული ფორუმი მიმდინარეობს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი