კორონავირუსის პანდემიის გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეროვნული ფორუმი ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად მიმდინარეობს.
ფორუმის მიზანია პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ოთხწლიანი საქმიანობის ძირითადი მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება.
28 იანვარს, ფორუმის გახსნისას, ასამდე მონაწილეს მიესალმენ ტომას შრაპელი – კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“დირექტორი, შტეფან მალერიუსი – კონრად ადენაუერის ფონდის ევროკავშირის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, დომინიკა სკუბიდა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების მენეჯერი.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა დავით აფრასიძე – კონრად ადენაუერის ფონდის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – პროექტის მენეჯერი.
ფორუმის მონაწილეებმა ოთხწლიანი საქმიანობის შედეგებზე საუბრისას აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში.
– საქართველოში კარგი პირობებია ამ პროექტის განსახორციელებლად, – განაცხადა ტომას შრაპელმა, – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება და სამოქალაქო საზოგადოება თანდათან ძლიერდება.
ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების რაოდენობა ათი ათასამდე გაიზარდა. თუმცა აქედან რეალურად აქტიური 1 100 ორგანიზაციაა. ფორუმის მონაწილეთა შეფასებით, ეს ამ სექტორის სტაბილურ განვითარებაზე მიუთითებს.
2020 წელს ამ პროექტის ფარგლებში 110 სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობა განხორციელდა, 80-მდე გრანტი გაიცა, რომელთა განხორციელებაშიც, საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო საზოგადოების 2500-მდე წარმომადგენელი ჩაერთო.
ამ ოთხწლიანი (2017-2020) პროექტის შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს ვაჟა სალამანიძემ (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი), ირინა ხანთაძემ (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), ლია კილაძემ (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავჯდომარე), თამარ გერმანაშვილმა (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი).
სამოქალაქო საზოგადოება კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშეა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების წყაროები გამრავალფეროვნდეს როგორც სახელმწიფო ფონდებიდან, ისე კერძო სექტორიდან;
აუცილებელია მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობა-გაძლიერება;
მოსახლეობას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ, რათა მათ მიმართ ნდობა გაიზარდოს;
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ. აუცილებელია ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
ფორუმის მონაწილეებს გვიჩვენეს პროექტის ოთხწლიანი აქტივობების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი.
ფორუმზე დღეს, 29 იანვარს, განიხილავენ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შედეგებს საქართველოს რეგიონებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში.
ფორუმი ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (CTC) თანამშრომლობით.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი