
28 მარტიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღებას იწყებს.
პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა. სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლებელია იყოს 50%-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულება აღემატება 300 000 ლარს.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ 2 პირობას:
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას;
პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
შეზღუდვები:
პოტენციური ბენეფიციარი შედის სააგენტოს ვებ. გვერდზე www.apma.ge, ირჩევს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ და ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას (განაცხადის ფორმა დანართი #1.1) თანმდევ დოკუმენტაციის ნუსხასთან (დანართი #1.2) ერთად; ამობეჭდილი განაცხადის ფორმის ფიზიკური ფორმით მიღება ასევე შესაძლებელია სააგენტოს კანცელარიასა და რეგიონებში არსებული სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში;
განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება სააგენტოს კანცელარიაში (მისამართი: ს. ახმეტელის 10ა, ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ მატერიალური სახით.
თუ ბენეფიციარის პროექტი დაფინანსდა, ის ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციართან არ გაფორმდება ხელშეკრულება და პროცედურების გავლა მოუწევს თავიდან.
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს