მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული დარგი, საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა.
ქართველ ფერმერებს ძლიერ მოტივაციასთან ერთად, სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღება სჭირდებათ. ამაში ესტონური ფერმის მონახულების შედეგად დავრწმუნდი.
ესტონეთში ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიწვევით ვიმყოფებოდით. ვიზიტის ძირითად მისიასთან ერთად, ესტონეთში სოფლის მეურნეობის მიღწევებსა და ახალ ტექნოლოგიებს გავეცანით.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან საკურორტო ქალაქ პიარნუსკენ მიმავალ გზაზე, გაშლილ ადგილას, რამდენიმე უზარმაზარ ყვითელ შენობაში 1 500-მდე ძროხაა განთავსებული. ცალკე შენობაში აბრით Urban – ხბოები ხუთი თვის ასაკამდე იზრდებიან.
მეცხოველეობის ბიზნესის განვითარებას ოთხი აქციონერი 1993 წლიდან შეუდგა, იმდროინდელი კოლმეურნეობის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნით.
25 წლის წინ ბიზნესი მცირე საწყისი კაპიტალით წამოიწყეს. ბანკიდან სესხი აიღეს. ევროკავშირიდან ფინანსური დახმარება მიიღეს.
„მეურნეობა სულ მქონდა. საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდგომ კოლმეურნეობის ფერმიდან ჩვენ-ჩვენი წილი აქციების სახით გადმოგვცეს, – იხსენებს ფერმერი იან ტოპოლი, – სააქციო საზოგადოება ამ აქციებით შევქმენით. ძველ ფერმაში მოძველებული მოწყობილობები გვქონდა, მცირე საწარმო იყო, ნაკლებად მწარმოებელი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით. ჩვენი ძროხები ზაფხულში დაახლოებით 4 ათას ლიტრ რძეს იძლეოდნენ. წარმოების განვითარებისთვის გამოცდილების მისაღებად, პირველ რიგში, ამერიკაში გავფრინდით.“
ახლა ყოველდღიურად 44-45 ტონა რძეს აწარმოებენ. ერთი ძროხიდან დღიურად 50-60 ლიტრს, ხოლო წლიურად – 12 000 ლიტრ რძეს იღებენ. ფერმის ბრუნვა წლიურად 6 200 000 ევროს შეადგენს. ერთი ტონა რძის ფასი 320 ევროა. რძეს კომბინატები ყიდულობენ და შემდეგ ფინეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში გააქვთ. ჩვენი მასპინძლები ამბობენ, რომ მათი ფერმის რძეზე მაღალი მოთხოვნილებაა.
-მილიონერი ხართ? – ვეკითხებით ესტონური ფერმის ერთ-ერთ აქციონერ იან ტოპოლს და ისიც ნახევრად ხუმრობით გვპასუხობს:
-ჯერ არა, მომავალ წელს ვიქნები, ვიმედოვნებ!..
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბაგურ კვებაზე ჰყავთ. მათ გამოსაკვებად ჩვენი მასპინძელი ფერმა 4 000 ჰექტარ საძოვარს ფლობს. აქედან 2 100 ჰექტარი საკუთარი მიწაა, ხოლო დანარჩენი იჯარით აქვთ აღებული. ამაშიც, ევროკავშირის მხარდაჭერა დიდია.
რძის წარმოებას განსაკუთრებული ადამიანური ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან ფერმა მთლიანად მექანიზირებულია. საწარმოში 28 ადამიანია დასაქმებული.
ფერმაში გოლშტეინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. თითოეული ძროხისგან რძეს დღეში სამჯერ იღებენ. ცხოველებს ლაბორატორიაში ხელოვნურად ანაყოფიერებენ.
ჩვენს მასპინძელ ფერმაში მხოლოდ რძეს აწარმოებენ. ჩვენს შეკითხვაზე, ხომ არ აპირებენ რძის პროდუქტების, მაგალითად, ყველის წარმოების დაწყებასაც, იან ტოპოლი გვპასუხობს: „ჩვენ მხოლოდ რძის წარმოება ვიცით. ყველის კომბინატის მოსაწყობად დიდი თანხაა საჭირო. ჩვენ დღეში 44-45 ტონა რძეს ვაწარმოებთ. 44 ტონა რძისგან დამზადებული ყველი იმდენად მცირე მოცულობის იქნება, რომ ევროპის ბაზარზე არავინ შეისყიდის. ყველის დამზადებას რომ აზრი ჰქონდეს, დღიურად 100-200 ტონა რძეს უნდა ვაწარმოებდეთ“.
ფინანსური დახმარების გარდა, რა მიიღეთ ევროკავშირისგან? – ჩვენს ამ შეკითხვაზე ფერმის ერთ-ერთ აქციონერი ენე ვაკმანი გვპასუხობს: „სემინარები და კურსები გავიარეთ. ტექნოლოგიები, ასე თუ ისე, ვიცოდით. ჩვენთვის პრობლემა გასაღების ბაზრის მოძიება იყო. ესტონეთის ევროკავშირში შესვლით ჩვენთვის ეს პროცესი დაიხვეწა და შემსუბუქდა“.
-რას ურჩევთ ქართველ ფერმერებს? – ვეკითხებით ესტონელ ფერმერ იან ტოპოლს.
-ჩემი აზრით, შვეიცარიისა და ავსტრიის ფერმები უნდა დაათვალიერონ, რადგან იქ საქართველოს მსგავსი ბუნებრივი პირობებია. ქართველმა ფერმერებმა გამოცდილება შვეიცარიასა და ავსტრიაში უნდა მიიღონ.
რძის წარმოების მომგებიანობის მიუხედავად, ჩვენი მასპინძელი ფერმის აქციონერთა შვილები ამ ბიზნესში ჩართვას არ აპირებენ, რადგან მათი პრიორიტეტები განსხვავებულია. „დღევანდელ ახალგაზრდებს კომპიუტერთან მუშაობა ურჩევნიათ, – ამბობს იან ტოპოლი, – ეს უფრო ადვილია“.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი