

ნინო ჭყოიძე შემოდგომის სემეტრს ტარტუს უნივერსიტეტში გაატარებს. ესტონეთიდან სწავლის გაგრძელებაზე თანხმობის წერილი მან ახლახან მიიღო.
ნინო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამაზე სწავლობს და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უცხოეთში მეოთხე კურსის პირველ სემესტრს სწორედ ამ მიმართულებით ისწავლის.
„ჩემი სტუდენტობის მწვერვალად სწორედ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას მოვიაზრებდი“, – ამბობს ნინო, – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, პროცედურულად, რთულია. შესარჩევი ეტაპი საბუთების შეგროვებას მოიცავს, აუცილებელია ჩაბარებული გქონდეს შიდასაუნივერსიტეტო ინგლისურის ენის გამოცდა“.
ბოლო ეტაპი გადაწყვეტილების მიმღებ კომისიასთან გასაუბრებაა, რაც ნინომ სკაიპით გაიარა.
„ძალიან ვღელავდი, რადგან ეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მეორე მცდელობა იყო და რატომღაც, პირველი,რომ წარუმატებელი აღმოჩნდა, წარმატებას ვეღარ ველოდი.
ახლა ძალიან გახარებული ვარ. ტარტუს უნივერსიტეტი მთელს ევროპაში საკმაოდ ძველი და კარგი უნივერსიტეტია. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.
ნინო ესტონეთში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება და საქართველოში 2021 წლის იანვრის ბოლოს დაბრუნდება.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ნინოს ჭყოიძეს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
თამარ ჩხიკვაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი