

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში საჯარო სკოლისთვის ახალ შენობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.
ტენდერში მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია „იმერეთი.ჯი“ მონაწილეობს. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შენობის პროექტირებასა და სკოლის ახალი შენობის აშენებას 2 382 356 ლარად გეგმავს.
კიცხის სკოლის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 470 043 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ახალი შენობის პროექტი 5 თვეში უნდა მოამზადოს, ხოლო სკოლა პროექტირებიდან ერთი წლის ვადაში უნდა აშენდეს. სკოლის ახალი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთში 2019-2020 წლებში გეგმავს, გაეცანით აქ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,