მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებში იმერეთში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
ხარაგაული:
საღანძილისა და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღების პროექტირება 2019 წლის მაისში, ხოლო მშენებლობა – 2020 წლის მარტში დასრულდება;
საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე საავტომობილო გზისა და მასზე არსებული ორი სახიდე გადასვლელის პროექტირება 2019 წლის ივლისში დასრულდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში;
ღორეშა-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია – 2020 წლის თებერვალში დასრულდება;
სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა – 2020 წლის აპრილში დასრულდება.
ზესტაფონი:
ქვ.საზანოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროექტირება 2019 წლის მაისში დასრულდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლის მარტში;
მდ. ყვირილაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა 2020 წლის ივლისში დასრულდება;
სოფ. როდინაულის და სოფ. ობჩის გზის რეაბილიტაცია (ფაზა II) 2020 წლის მარტში დასრულდება;
ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში დასრულდება.
ჭიათურა:
სოფლების წინსოფელი-ჭილოვანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
სოფელ ითხვისის საბავშვო ბაღის პროექტირება 2019 წლის მაისში დასრულდება ხოლო მშენებლობა – 2020 წლის მარტში;
სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში, ხოლო სოფელ რგანის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის აპრილში დასრულდება;
საჩხერე:
სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საბავშვო ბაღის პროექტირება 2019 წლის მაისში, ხოლო მშენებლობა 2020 წლის მარტში დასრულდება;
სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ივლისში დასრულდება;
კონფლიქტის პირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება;
ბაღდათი:
შპს ვარციხე მარანისათვის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობა 2019 წლის ივლისში დასრულდება;
სოფ. დიმში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის პროექტირება 2019 წლის მაისში, ხოლო მშენებლობა 2020 წლის მარტში დასრულდება.
ვანი:
ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.
წყალტუბო:
ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გვიშტიბი (13588 მ2 მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი №29.08.35.119; 29.08.35.120, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტი), 7,8 სახლების, საამშენებლო სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დასრულდება;
ქალაქ წყალტუბოში საწურბლიის მღვიმის გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2019 წლის აგვისტოში დასრულდება;
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ივლისში, ხოლო სოფელ გეგუთის N 1 საჯარო სკოლის (სკოლას ჩაუტარდა დემონტაჟი) მშენებლობა აგვისტოში დასრულდება;
სამტრედია:
ნაბაკევის საბავშვო ბაღის პროექტირება 2019 წლის მაისში დასრულდება ხოლო მშენებლობა 2020 წლის მარტში;
თერჯოლა:
სოფ. ღვანკითის წყალსადენის რეაბილიტაცია (ფაზა II) 2019 წლის აგვისტოში დასრულდება.
ქუთაისი:
ქ. ქუთაისში საბავშვო ბაღის პროექტირება 2019 წლის მაისში დასრულდება, ხოლო მშენებლობა – 2020 წლის მარტში;
საცურაო აუზის პროექტირება 2019 წლის ივლისში, ხოლო მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დასრულდება;
ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება 2019 წლის ივლისში, ხოლო მშენებლობა 2020 წლის მაისში დასრულდება;
ქ. ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის) პროექტირება 2019 წლის ნოემბერში დასრულდება;
ქ. ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში დასრულდება;
ფოტოზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი