ეს ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ეკატერინე გალდავასგან მოვიპოვეთ.

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა ტენდერით უკვე მიმდინარეობს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი 180 000 ლარზეა გამოცხადებული.

„დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტის შესყიდვა 6 მარტს უნდა დავასრულოთ, – ამბობს ეკატერინე გალდავამ, – პროექტი 14 ივლისამდე უნდა მომზადდეს. წინასწარი გათვლებით, დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას სექტემბრიდან დავიწყებთ და 2020 წლის სექტემბერში დავასრულებთ“.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ გაზეთ „ჩემი იმერეთის“ 22 თებერვლის ნომერში.