

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში დღეს, 27 თებერვალს, მამაკაცებს შორის მკლავჭიდში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
შეჯიბრში 34 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატის ორგანიზატორია ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი).
წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
70 კგ წონით კატეგორია:
ნიკა ტაგანაშვილი (I ადგილი);
ლუკა ტალახაძე (II ადგილი);
ნუგზარ გოგნაძე (III ადგილი).
80 კგ წონით კატეგორია:
საბა თაბუკაშვილი (I ადგილი);
თამაზ თიკანაშვილი (II ადგილი);
მიხეილ დალალიშვილი (III ადგილი).
90 კგ წონით კატეგორია:
ივანე ხიჯაკაძე (I ადგილი);
დავით კვირიკაშვილი (II ადგილი);
ზურაბ ტალახაძე (III ადგილი).
+90 კგ წონით კატეგორია:
მალხაზ სარალიძე (I ადგილი);
დიტო თაბუკაშვილი (II ადგილი);
ალექსანდრე ქურდაძე (III ადგილი).
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მალხაზ სარალიძემ დაიკავა.
გამარჯვებულები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 6 მარტს ხარაგაულის სპორტული დარბაზი მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის მინიფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის
ამ წუთებში ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და
დღეს, 18 მარტს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,