ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ რგანში ახალი სკოლის მშენებლობისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმატენდერი გამოაცხადა.

მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად სატენდერო წინადადებები 12 მარტამდე მიიღება. ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ ახალი შენობის პროექტი 5 თვეში უნდა მოამზადოს.

სკოლა პროექტირებიდან ერთი წლის ვადაში უნდა აშენდეს. სკოლის ახალი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვალისწინებული.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება  2 470 043 ლარია.

წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში კიდევ ერთი, სოფელ მეჩხეთურის სკოლის მშენებლობას გეგმავს. სკოლის მშენებლობისათვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს საქართველოში 29 ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს.  იმერეთის რეგიონში წელს ექვსი ახალი სკოლა აშენდება.