

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წითელაზე საყოველთაო ვაქცინაცია 28 იანვრიდან მიმდინარეობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორისა და წითელას ეპიდაფეთქების მართვის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, აცრა 15-დან- 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეს უტარდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1-დან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი აცრილია.
ამ დროისთვის ხარაგაულში წითელაზე 639 მოქალაქეს აუცრეს.
ხარაგაულში წითელას შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. წითელაზე აცრა შესაძლებელია ხარაგაულის საავადმყოფოსა და სოფლების ამბულატორიებში.
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასაცილებლად არის აცრა.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,