ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა და დაბა ხარაგაულის მოსახლეობამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან წერილი მიიღეს.
-ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებით არსებული გზის კაპიტალური შეკეთებაა განსაზღრული და არა მისი მოდერნიზაცია. ამიტომ მშენებარე გზა დაბა ხარაგაულში გაივლის და ამ პროექტით დაბა ხარაგაულზე შემოვლითი გზა არ მოეწყობა,“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან 9 იანვარს გამოგზავნილ წერილში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ შესაძლებლობის ფარგლებში გამოხატავენ მზადყოფნას სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობის ძირითადი მოსაზრებები.
დეპარტამენტში განიხილეს დაბა ხარაგაულის მოსახლეობაში გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიგასახელმწიფოებრივი გზა გამოყენებული იქნება მშენებარე ავტობანის ალტერნატივად. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვპასუხობენ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. შესაბამისად შიგასახელმწიფოებრივი გზის გადატვირთვა და მასზე ინტენსივობის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„საავტომობილო გზის შენებლობის მიმდინარე პროექტით დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ნაწილში იგეგმება არსებული საფარის კაპიტალური შეკეთება და ტროტუარის მოწესრიგება. გზის პარამეტრების სხვა სახის ცვლილებები დაბის ცენტრალურ ნაწილში არ არის გათვალისწინებული.
მშენებლობის პროცესი შექმნის მოკლევადიან დისკომფორტს, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ გზით მოსარგებლე მოსახლეობას შეექმნება ხანგრძლივი დროის მანძილზე გადაადგილების კომფორტული შესაძლებლობა. რეაბილიტირებული გზის სათანადო მოვლა-შენახვის პირობებს უზრუნველყოფს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი,“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი აწერს.
მშენებარე გზა რომ დაბა ხარაგაულში გაივლის, ამის შესახებ გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ 2018 წლის სექტემბერში წერდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი