ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 11 დეკემბერს, ბიუროს სხდომაზე 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
პროექტით, განათლებისათვის 1 379 000 ლარია განსაზღვრული. ამ თანხიდან 1 160 000 ლარი სკოლამდელი აღზრდის, 114 000 ლარი – ბორის სკოლა-პანსიონის, 105 000 ლარი – ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დასაფინანსებლადაა გათვალისწინებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერაში აღნიშნულია, რომ იგეგმება ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის განსაზღვრული 1 160 000 ლარით გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზისა და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვანი გარემოს შექმნას აპირებენ. ამჟამად მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას ეუფლება 587 აღსაზრდელი, რომლებიც ირიცხებიან 28 ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის 3 ბაგის ჯგუფია.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება, კიცხის სკოლა-პანსიონის ბაღის ჯგუფის გაერთიანებისთვის შემოერთება და ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის გახსნა; ყველა საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სტანდარტებთან მიახლოებით.
ზოგადი განათლების ხელშეწყობის მუხლით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 114 ათასი ლარი ბორის საჯარო სკოლის პანსიონურ მომსახურებასა და საბავშვო ბაღის დაფინანსებას მოხმარდება. ბორის სკოლაში სწავლობს 134 მოსწავლე, ღამეს ათევს 16, საბავშვო ბაღში ჰყავთ 28 აღსაზრდელი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება ხმარდება პანსიონისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასებს, ნაწილი – კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას. კვებისა და მკურნალობის ხარჯები მთლიანად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ნატურალური სახით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 105 ათასი ლარით დაფინანსდება ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოქმედი 14 შემოქმედებითი და ტექნიკური წრე. წრეები უფასოა და მასში ჩართულია 250 მოსწავლე დაბა ხარაგაულის, კიცხის, მარელისის, ლეღვნის, მოლითის, საღანძილის, ბაზალეთის, ბორითის, ვერტყვიჭალისა და წიფის სკოლებიდან. ისინი ეუფლებიან ხალხურ და საესტრადო სიმღერებს, რიტმულ ცეკვას, მხატვრულ კითხვას, ხეზე კვეთას, გალობას, ხელგარჯილობას, ლიტერატურული თეატრის ხელოვნებას, მხარეთმცოდნეობას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მათემატიკას, ხატვას, მაკრამეს, ინგლისურ ენას.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ დაბა ხარაგაულისა და სოფელ ვეტყვიჭალის საჯარო სკოლების ბაზაზე, რომელიც ნაწილობრივ ბიუჯეტით და ნაწილობრივ მშობელთა შემონატანით ფინანსდება.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 14 დეკემბრის სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილავს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი