

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გამგეობის სამსახურებში, 18 თებერვლის მდგომარეობით, 210 პიროვნებაა დასაქმებული.
გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, გამგებელს ოთხი მოადგილე ჰყავს.
გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში თერთმეტი პირი მუშაობს შტატით, ცამეტი – ხელშეკრულებით.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში არის ორი განყოფილება: ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მშენებლობის. ამ სამსახურში ცხრა თანამშრომელი მუშაობს შტატით, ოთხი – ხელშეკრულებით.
ჯანმრთელობის სამსახურში დასაქმებულია ოთხი თანამშრომელი. მათგან ერთი – ხელშეკრულებით.
სოციალური დაცვის სამსახურში დასაქმებული ექვსი თანამშრომლიდან სამი ხელშეკრულებით მუშაობს.
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შვიდი თანამშრომელია. მათგან ერთი ხელშეკრულებითაა აყვანილი.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ორი განყოფილებაა: საბიუჯეტო და საბიუჯეტო ვალდებულებებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების. ამ სამსახურის ცხრა თანამშრომლიდან ორი ხელშეკრულებით მუშაობს, ერთი კი – ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში დასაქმებულია სამი თანამშრომელი.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დასაქმებულია თერთმეტი თანამშრომელი, მათგან ხუთი – ხელშეკრულებით.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულია 56 თანამშრომელი, მათგან 27 – ხელშეკრულებით.
ოც ტერიტორიულ ორგანოს, შესაბამისად, ოცი რწმუნებული ხელმძღვანელობს. მათ გარდა, ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულია 44 სპეციალისტი (მათ შორის, ათი – ხელშეკრულებით). დაბა ხარაგაულის ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებულია ერთი წამყვანი სპეციალისტი და ორი სპეციალისტი. ხევის, წიფისა და ღორეშის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულია თითო-თითო სპეციალისტი; ბაზალეთის, სარგვეშის, ზვარეს, ვახანის, ვარძიის, წყალაფორეთის, ფარცხნალის, ხიდრის ტერიტორიულ ორგანოებში – ორ-ორი, მოლითის, ლაშის, ბორითის, ლეღვნის, საღანძილის ტერიტორიულ ორგანოებში – სამ-სამი, კიცხსა და ხუნევში – ოთხ-ოთხი.
ხევის საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებულია შვიდი თანამშრომელი, ხელშეკრულებით.
გამგებლის ყოველთვიური ანაზღაურება 2 360 ლარია, გამგებლის მოადგილის – 1 200 ლარი. გამგეობის სამსახურის უფროსის – 1 000 ლარი, განყოფილების გამგის – 800 ლარი,
გამგებლის თანაშემწის – 750 ლარი, მთავარი სპეციალისტის – 560 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 540 ლარი, გამგეობაში დასაქმებული უფროსი ოპერატორის ყოველთვიური ანაზღაურებაა – 420 ლარი, სპეციალისტ-კურიერის – 350 ლარი, მძღოლებისა და პირადი მდივნის 500-500 ლარი, დამლაგებლებისა და დაცვის მუშაკების – 300 ლარი.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში უფროსის ხელფასი 1 000 ლარია, მისი მოადგილის – 800 ლარი, წამყვანი სპეციალისტების – 460 ლარი, უფროსი სპეციალისტების – 450 ლარი, სპეციალისტების – 380 ლარი, დამლაგებლის – 250 ლარი.
ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების ხელფასი 900 ლარია, სპეციალისტების – 450 ლარი (გარდა საღანძილის ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებული ერთი სპეციალისტისა, – მისი ანაზღაურება 225 ლარია).
540-540 ლარია სოფელ ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ორი წამყვანი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურება, სპეციალისტების – 150-150 ლარი.
თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, რომელიც ძალაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა, გამგეობის საშტატო განრიგი განისაზღვრება 30 მოხელეს პლუს ერთი შტატი ყოველ ხუთას ამომრჩეველზე. გარდა ამისა, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 10% დასაქმდება ხელშეკრულებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 120 დღის ვადაში საკრებულომ უნდა მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია. 2014 წლის პირველი ნოემბრისთვის ყველა საჯარო მოხელე უნდა იყოს კონკურსით შერჩეული და დანიშნული.
სავარაუდოდ, აპრილიდან სახანძრო-სამაშველო და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გადავლენ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი