#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის, ინფორმაციით, კომისიაში საჩივრები #48.02 პატარა ხარაგაულის, #48.13 ლაშისა და #48.22 საბის საარჩევნო უბნებიდან შევიდა.
ოთხივე საჩივარი საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეიტანეს. საჩივრის ავტორები კომისიის თავმჯდომარეებისა და წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
პირველი საჩივრის მიხედვით, #48.02 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბნის ეზოში არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები აგიტაციას ეწეოდნენ, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.
მეორე საჩივრის მიხედვით, #48.13 ლაშის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ბარათები კომისიის წევრმა არაუფლებამოსილ პირს, „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, გადასცა ამომრჩევლებთან მისატანად.
ორი საჩივარი #48.22 საბის საარჩევნო უბანზე დაიწერა. ერთი საჩივარი ეხება იმას, რომ ამომრჩეველი არ შეამოწმეს მარკირებაზე. მეორე საჩივრის თანახმად კი, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიმცემი ორი ამომრჩეველის ვინაობა კედლის სიაში მითითებული არ იყო.
მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისია სამ საჩივარს 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე განიხილავს. #48.13 ლაშის საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივრის განხილვის ვადა კი, კენჭისყრის დღიდან 15 დღის განმავლობაშია.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი