

26 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ყველა სოფელში მოსახლეობამ კრებაზე უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი პრობლემის მოგვარება სურს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. გადაწყვეტილება, ხმათა უმრავლესობით, კრებაზე დამსწრე მოქალაქეებმა უნდა მიიღონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირველი შეხვედრა 26 თებერვალს წიფაში, ფონასა და ბაზალეთში შედგა. წიფის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მაია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, კრებას წიფაში მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახიდან ესწრებოდა თითო წარმომადგენელი. „კრება ღია ცის ქვეშ, მშენებარე სარიტუალო სახლის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი პრიორიტეტები: სარიტუალო სახლის დასრულება და წყლის პრობლემის მოგვარება დაწყებითი სკოლის, პიმპილაურისა და გაჩეჩილაძეების უბანში. ზოგან მილიაშესაძენი, ზოგან წყლის სათავე ნაგებობაა მოსაწესრიგებელი. სოფლის მოსახლეობამ სამასალე ხე-ტყის მოპოვების თაობაზეც ისაუბრა. ეს პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვერ მოგვარდება. მათ ამის შესახებ რეინჯერმა გიორგი რიკაძემგანუმარტა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა კი ისაუბრა სატყეო რეფორმაზე,“ – აღნიშნა ჩვენთან სატალეფონო საუბარში წიფის რწმუნებულმა.
ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრა სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ვინაიდან ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების მოსახლეობას რამდენიმე პრობლემის მოგვარება საერთო თანხით სურს, ამიტომ შეიკრიბა ოთხი სოფლის – ბაზალეთის, ქროლის, წიფისა და ღარიხევის მოსახლეობა ერთად. ბაზალეთისთვის წელს გამოყოფილია 9 326 ლარი, ქროლისთვის 4 937 ლარი, წიფისთვის – 4 949 ლარი, ღარიხევისთვის – 5 874 ლარი.
სოფელ ბაზალეთის მკვიდრმა ხვიჩა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ სოფელს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასამუშავებელი ტექნიკა. ამიტომ აუცილებელია ე. წ. ვენახის მუხლუხოიანი ტრაქტორი შეიძინონ ოთხივე სოფლის მოსახლეობისთვის. მის მოსაზრებას მოსახლეობის უმრავლესობა დაეთანხმა. მარინა ცუცქირიძის, გულნაზი მაქაძის, ურიზა შერგელაშვილის, ეკა მაქაძის თქმით, რადგან ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლები მცირემიწიანია, მცირე ზომის მუხლუხებიანი ტრაქტორის შეძენაა მიზანშეწონილი.
ბაზალეთში, დევდარიანების უბანში, მოსახლეობამცენტრალური გზისა და საუბნო გზის შეკეთებამოითხოვა. ბესო შერგელაშვილმა და გულნაზი მაქაძემ ლომსაძეების უბანთან დამაკავშირებელი ხიდის კეთილმოწყობაზე ისაუბრეს. სასაფლაოზე ნამშრალის მოწყობაც ამ უბნის მცხოვრებთა მოთხოვნაა.
გლუნჩაძეების უბნის მცხოვრებმა ნანი კალანდაძემ კანალიზაციის სისტემის მოწყობა მოითხოვა. „მე მაქვს ქათმის ფერმა, ვახდენ ქათმის ხორცის რეალიზაციას. დასაქმებული მყავს ათეულობით ადამიანი. ნაკელი საკუთარ მიწაზე გამაქვს, მაგრამ სხვა ნარჩენების განსათავსებელი ადგილი არ გვაქვს. მოგვეხმაროს ხელისუფლება, რომ კანალიზაცია მოვაწყოთ,“ – ამბობს ნანი კალანდაძე.
ბაზალეთის გზის დასაწყისში, რკინიგზის ხიდის ქვეშ, წლებია, რაც გზა მოუწესრიგებელია. იქ გავლა სერიოზული პრობლემაა როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე ავტომობილებისთვის. მდგომარეობა განსაკუთრებით ზამთარსა და წვიმიან ამინდში რთულდება – ხიდის ქვეშ მუდმივად დგას წყალი.
„უგზოობაა ყველაზე დიდი პრობლემა მესხების უბანში“ – აღნიშნა შეხვედრაზე ჯემალ თაბუკაშვილმა.
ქროლში მაქაძეებისა და თხელიძეების უბანში მოსაგვარებელია წყლის პრობლემა, მოსახლეობა ითხოვს სასაფლაოზე ნამშრალის მოწყობას და ცენტრალური გზის მოწესრიგებას.
წიფის მოსახლეობას გზის, კლუბისა და სპორტული მოედნის მოწყობა სურს.
ღარიხეველები ითხოვენ სპორტული მოედნის, კლუბის, გზის, ხიდის მოწესრიგებას და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ცალკეულ უბნებში.
ტერიტორიული ორგანოს ყველა სოფელში მოსაწესრიგებელია საუბნო გზები.
ბაზალეთში მოსახლეობის კრებაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიხევის სასოფლო კლუბის, ქროლისა და ღარიხევის გზების, სკოლის მიმდებარე გზის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. გამგებლის თქმით, მას ამ საკითხებში მხარს დაუჭერს საკრებულოც. რაც შეეხება ბაზალეთში, გლუნჩაძეების უბანში, კანალიზაციის სისტემის მოწყობას, გამგებლის ინფორმაციით, აუცილებელია სალექარის მოწყობა, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ნანი კალანდაძის თქმით, თუ მას პროგრამის ფარგლებში მილს შეუძენენ, სალექარის მოწყობას თავად შეეცდება.
„ტრაქტორს რომ შეიძენთ, თუ მას ისეთი ფორმით გამოიყენებთ, როგორც ახალშეძენილ ავტობუსს, მაშინ კარგი იქნება, – მიმართა გამგებელმა მოსახლეობას, – ავტობუსი იჯარით ჰყავს მიქირავებული პიროვნებას. ის, საჭიროების შემთხვევაში, ყიდულობს ავტონაწილებს და მოსახლეობაც კმაყოფილია ავტობუსის მომსახურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიყენეთ და ვერ მოუარეთ, მუნიციპალიტეტი დაიბრუნებს, როგორცთავის ქონებას.“
ბაზალეთისმოსახლეობამ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა რწმუნებულის, ვარლამ ჭიპაშვილის მიმართ მოსახლეობაზე ზრუნვისა და აქტიურობის გამო.
ბაზალეთში შეხვედრას გამგებელთან ერთად მისი მოადგილე პაატა გოგოლაძე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალბატონი მანანა ბარბაქაძე ასე გააცნო დამსწრეთ: „მის აქტივებშია გასული წლის მაჟორიტარული არჩევნების მოგება, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანdიდატის მიერ 69 %-ის მიღება. ქალბატონი მანანა პირადი ინიციატივით და საკუთარი სახსრებით აშენებს ეკლესიას ვაშლევში.“
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობის კრებაზე აღნიშნა, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მანანა ბარბაქაძე და პაატა გოგოლაძე საკრებულოს წევრობას აპირებენ, ხოლო თავად გამგებლად იყრის კენჭს.
გამგებელმა მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ, ასევე მიმდინარე პროექტებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებზე ვრცლად ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სატყეო რეფორმაზე. გამგებლის თქმით, ოთხ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდა, ხარაგაულში სრულად გარემონტდა კინოთეატრის შენობა, მოასფალტდა გზები. გამგებლის ინფორმაციით, ხარაგაულში 15-20 საწოლზე კეთილმოეწყობა თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩუმათელეთი-ძირულას გზას, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება უბისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად. სამომავლოდ იგეგმება ღია ესტრადაზე თეატრის შენობის მოწყობა. წელს მოასფალტდება წყალაფორეთის, ხიდარისა და ფარცხნალის საავტომობილო გზები.
„რეგიონული განვითარების სამინისტროსთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ 22 კილომეტრიან ბაზალეთი-უბისის გზას ერთჯერად პროექტად ვერ დავამტკიცებთ. გზა ორ ან სამ ტრანშად უნდა გავაკეთოთ. თუ წელს ეს ვერ მოვახერხეთ, მომავალ წელს აუცილებლად პირველ პრიორიტეტად დავასახელებთ ამ გზის რეაბილიტაციას.“
გამგებლის თქმით, ბაზალეთი აუცილებლად მოხვდება გაზიფიცირების არეალში.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი