ხარაგაულელი სალომე კვირიკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური პროექტის – „მხოლოდ ქართული“ – მონაწილეა.

სალომე კონკურის მეორე ტურში გადავიდა და უახლოეს დღეებში შეიტყობს, მოხვდა თუ რა კონკურსანტთა ათეულში.

სალომე კვირიკაშვილის მუსიკალური შესაძლებლობები 2009 წელს ხარაგაულში გამართულ მუსიკალურ კონკურსზე „დო,“ „რე,“ „მი“ კონკურსის ორგანიზატორმა დალი მერაბიშვილმა აღმოაჩნა. მას შემდეგ სალომე არაერთი კონკურსის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელია. 

2010 წლის აპრილში უკრაინის ქალაქ ვინიცაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში „მუსიკალური ქოლგა“ სალომე კვირიკაშვილმა პირველი ადგილი და პრიზი „ოქროს ქოლგა დაიმსახურა.“

2011 წლის მარტში ხარაგაულის სამუსიკო სკოლის სახელით „მომავლის ვარსკვლავებში“ გრან-პრი დაიმსახურა, 2015 წელს ქუთაისში გამართულ მუსიკალურ კონკურსში „იმერეთის ხმა“ -ასევე უმაღლესი ჯილდო გრან-პრი.

კონკურსში „ვარინკობა – 2015“ სალომე მესამე ადგილს დასჯერდა. 2015 წლის სექტემბერში თურქეთში, ქალაქ მარმარისში, გამართულ მუსიკალურ კონკურსზე, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის სახელით წარსდგა და პირველი ადგილი დაიმსახურა.

წარმატებული იყო სალომეს მონაწილეობა „იმედის“ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში „ახალი ხმა“, სადაც დათო ფორჩხიძის გუნდში მღეროდა.

ამჟამად სალომე კვირიკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

წარმატებებს ვუსურვებთ სალომეს.