

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალური თამაშის – „რა?“ „სად?“ „როდის?“ ფინალურ შეხვედრაში, იმერეთის მასშტაბით, მეორე ადგილი დაიკავა.
პროექტის – „ინტელექტის დღე 2018“ ფინალური შეხვედრა 13 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს 73 მუნიციპალიტეტის 77 ჩემპიონი გუნდი მონაწილეობდა.
„ინტელექტის დღე 2018“ პირველი ეტაპი ხარაგაულში 2 ივნისს ჩატარდა. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.
ფინალური შეხვედრა სამ ტურად შედგა. თითოეულ ტურში მონაწილე გუნდებმა 12-12 შეკითხვას უპასუხეს. პირველი ტურის შედეგებით ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა საქართველოს მასშტაბით მე-9 ადგილი დაიკავა.
იმერეთის მასშტაბით პირველ ადგილზე ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გუნდი გავიდა.
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით