

დღეს, 2 ივნისს, ინტელექტის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
მეექვსე წელია, რაც საქართველოს მასშტაბით ინტელექტის დღე ამ ღონისძიებით აღინიშნება.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის შენობაში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 19 სკოლის მოსწავლეთა გუნდები ჩაერთვნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ინტელექტ-კლუბი „რა, სად, როდის?“ თამაში ყველა მუნიციპალიტეტში ერთსა და იმავე დროს, 13:00 საათზე, დაიწყო. შეკითხვები ინტელექტკლუბმა მოამზადა.
მუნიციპალურ ტურში გუნდებმა 30 შეკითხვას უპასუხეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 18 ქულით ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
მეორე ადგილზე ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გავიდა, მესამე ადგილი მოლითისა და ხევის საჯარო სკოლების გუნდებმა გაიყვეს.
მუნიციპალიტეტების მასშტაბით გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შემოდგომაზე თბილისში სუპერფინალში შეხვდებიან.





ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,