

დეპუტატები სხდომაზე მორიგ საბიუჯეტო ცვლილებას განიხილავენ. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, საჩქაროა, რომ ახალგარემონტებული კინოთეატრის შენობის ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვისათვის (განათებისათვის საჭირო სპეცაპარატურა) 50,0 ათას ლარზე გამოცხადდეს ტენდერი.
ვლადიმერ გელაშვილი დეპუტატებს ბიუჯეტში შესატან სხვა ცვლილებებსაც წარუდგენს.
საბიუჯეტო ცვლილება ითვალისწინებს 33,0 ათასი ლარის გამოყოფას სასულიერო გიმნაზიის მიმდებარე საყრდენი კედლების მშენებლობის დასასრულებლად;
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3,5 ათასი ლარის საპროექტო სამუშაოებს;
2,8 ათასი ლარის წყლის მილების შეძენას სოფლებისათვის.
ა(ა)იპ-ების დირექტორების მომართვის თანახმად საჭიროა დამატებით სუბსიდიის გამოყოფა 31,2 ათასი ლარი, მათ შორის:
კულტურის ცენტრს სხავადასხვა თეატრალური პროგრამებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად ესაჭიროება 15,0 ათასი ლარი (თოჯინების თეატრი, საბავშვო სპეკტაკლის დადგმა, იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა, პროექტი ,,საუკუნის თეატრი“);
ხალხური შემოქმედების სახლს – 8,0 ათასი ლარი ტრანსპორტირებისათვის; ჩოხა-ახალუხის, ქამარ-ხანჯალის, აზიაცკების, ყაბალახის, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საოფისე ინვენტარის შესაძენად;
ცენტრალურ ბიბლიოთეკას – 3,3 ათასი ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის;
სამუსიკო სკოლას – 4,9 ათასი ლარი პროექტში ,,დედაქალაქი რეგიონებისათვის“ მონაწილეობის მისაღებად.
მუნიციპალიტეტის გამგეობას დამატებით ესაჭიროება 15.0 ათასი ლარი კომპიუტერების, ფოტო-ვიდეო აპარატურისა და საოფისე ავეჯის შესაძენად.
ფიზკულტურის ღონისძიების ხარჯებში საჭიროა 5.0 ათასი ლარის დამატება „მხიარული სტარტების“ მოსაწყობად საჭირო ინვენტარის შესაძენად.
ზემოთ ჩამოთვლილი საბიუჯეტო ხარჯები – 140, 5 ათასი ლარი – დაფინანსდება 2014 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთიდან.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი