

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 17 თებერვალს გამგეობაში ორი ახალი სამსახურის შექმნის თაობაზე იმსჯელეს. გამგეობამ საკრებულოს გასულ კვირაში წარუდგინა „შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის“ და „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის“ სამსახურების დებულებები. ბიუროს წევრთა წინადადებით, უნდა შეიქმნას „შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური“, რომელიც საკრებულოსთან შეთანხმებით შეამოწმებს გამგეობის სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების საქმიანობას.
გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, ზედამხედველობის სამსახურს აუცილებლად შექმნის ახალი მოწვევის საკრებულო. მისივე განცხადებით, არ იყო საჭირო დებულებაში ჩანაწერი, რომ გამგეობის სამსახურები და ა(ა)იპ-ები შემოწმდეს საკრებულოს თანხმობით, რადგან საკრებულოს წევრები ყველას შემოწმებაზე თანახმა არიან. გამგებლის თქმით, ივნისიდან ა(ა)იპ-ები გამგეობას დაექვემდებარება.
რაც შეეხება „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის“ შექმნას, დეპუტატ იური ლურსმანაშვილს საჭიროდ არ მიაჩნია ამ სამსახურის შექმნა. მისივე თქმით, საკრებულომ ამ საკითხზე დრო არ უნდა დაკარგოს. ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით, მსჯელობა 4 მარტს საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება.
გამგებელი ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე მას ეყოფა იმის არგუმენტაცია, დეპუტატები დაარწმუნოს „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის“ შექმნის აუცილებლობაში. მისივე თქმით, სამსახურს ექნება ერთი განყოფილება და ხუთი თანამშრომელი იმუშავებს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი