საქართველოში 28 ოქტომბერს რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ავირჩევთ.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 37 საარჩევნო უბანზე კომისიის 6-6 წევრის შესარჩევად კონკურსი 29 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს, 18:00 საათზე, დასრულდება.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსში სიახლეა ის, რომ მსურველებს განცხადებისა და პირადობის ასლის მიწოდება საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ელექტრონულადაც შეუძლიათ. საბუთების შეტანის პარალელურად, დოკუმენტაცია სპეციალურ პროგრამაში იტვირთება.
მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის კონკურსში მონაწილეობის მსურველი 160-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. სულ საოლქო კომისიამ ხარაგაულის 37 საარჩევნო უბანზე 222 წევრი უნდა შეარჩიოს.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს 8 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე გამოავლენს. პოლიტიკურ პარტიებს საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების წარდგენის უფლება 13 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე აქვთ.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომა 28 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს. მაყვალა სულაქველიძე ამბობს, რომ #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომები, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, 26, 27 და 28 სექტემბერს ჩატარდება. ამ სხდომებზე საოლქო საარჩევნო კომისიის 2-2 წევრის დასწრება აუცილებელია.
საუბნო საარჩევნო კომისიებმა პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უნდა აირჩიონ. საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი არჩეულ პირებს გადასცემს დოკუმენტაციას, მათ შორის, ამომრჩეველთა სიას, რომელიც კედელზე უნდა გამოიკრას. ამის შემდეგ ამომრჩეველს ადგილზე შეეძლება სიაში საკუთარი თავის გადამოწმება.
ამ მომენტისთვის #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 594 ამომრჩეველი ირიცხება. შარშანდელთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდა. 2017 წელს სიაში 19 726 ამომრჩეველი ირიცხებოდა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი