იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე დღეს, 21 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა.

იმერეთში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს შემოივლის და სამუშაო ადგილებზე გაეცნობა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათთან ერთად განიხილავს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დასახავს პრიორიტეტებს.

„მხოლოდ ურთიერთობითა და გუნდური მუშაობით შეიძლება შედეგის მიღწევა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“ – ამბობს იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.

ლაურა გოგოლაძე