

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური საშუალებით ტერიტორიების დამუშავება, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. მოსახლეობის მხრიდან ხშირი იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა წამლობამდე მათი წინასწარი ინფორმირებულობა, რაც მათ შიდამეურნეობს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა.
დასავლეთ საქართველოში უკვე წამლობის მესამე ეტაპი დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით, ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე აფრთხილებს და შემდეგ უკვე სოფლის წარმომადგენლებთან ერთად იწყებენ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,